ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო ნათია თურნავასა და მარკ კლეიტონის შეხვედრის მთავარი თემა.

მათივე ინფორმაციით, ბრიტანეთის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფას და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

"ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო