ირაკლი ზარქუა - „კეზერა“ ევროპელებს რომ ძარცვავს, მერე აფინანსებს „ედისონ რისერჩის“ კვლევებს - „ქართულ ოცნებას“ 37% დაუწერეს და გამოეპარათ, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში, 37%-ის შემთხვევაში კი, უმრავლესობა გაქვს

„ქართულ ოცნებას“ 37 პროცენტი დაუწერეს და გამოეპარათ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, 37 პროცენტის შემთხვევაში, უმრავლესობა გაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები, არჩევნების შედეგებთან, რომელსაც პარტნიორებიც აღიარებენ, მუდმივად აცდენაში იყო.

„კეზერა“ ევროპელებს რომ ძარცვავს, მერე აფინანსებს ამ კვლევებს, ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, ვინ მოთვლის რამდენჯერ გამოვიჭირეთ, აცდენებია 20-25 პროცენტი. იმდენად უსუსურები არიან, ვერ მოიფიქრეს როგორ დამალონ „ქართული ოცნების“ რეიტინგი და დაუწერეს 37 პროცენტი, ის კი გამოეპარათ, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, 37 პროცენტის შემთხვევაში, უმრავლესობა გაქვს - 81 ხმა გამოდის. „ნაცებს“ 27 თუ 28 ჰქონდათ, ჯერ 22 დაუწერეს, ისიც გაზრდილი”, - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; „საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს