უკრაინის საგარეო უწყება ვიქტორ ორბანს პასუხობს - უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს ეხმაურება, რომლის თქმითაც, საჭიროა ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მანამ, სანამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება.

„დადებითად აღვნიშნავთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეშფოთებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გამო. გვსურს გაცნობოთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, საჭიროა ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მანამ, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. „ჩვენ ვერ ავიცილებთ კითხვას - როდესაც შემოდგომაზე ბრიუსელში უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებები გვექნება - შეგვიძლია თუ არა სერიოზულად განვიხილოთ ქვეყნის გაწევრიანება, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაშია", - აღნიშნა ორბანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება