300-მდე პენსიონერმა პარტია „მოქალაქეების“ მხარდაჭერით ბანკს მიმართა

საპენსიო სესხებით დაზარალებულმა 300-მდე პენსიონერმა, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ მხარდაჭერით და დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის უშუალო ჩართულობით, ბანკს ერთობლივად, სპეციალური განცხადებებით მიმართეს.

„მოქალაქეების“ ინფორმაციით, საუბარია ე.წ. „საშეღავათო პერიოდზე“, რითაც კოვიდ პანდემიის დროს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკმა“ თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობაც.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე, რომელიც ბუკიას ბაღში გაიმართა, „რამდენიმე ასეული პენსიონერი იმ უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობდა, რომელშიც ბანკის ვითომდა მხარდაჭერის პროგრამის და ასევე ე.წ. ოვერდრაფტების გამო აღმოჩნდა - წამლებისა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის გამოტანილი სესხები პანდემიის დროს ბანკმა, ხშირ შემთხვევაში, ორი-ოთხი წლით გაზარდა“.

„ვისაუბრეთ მასშტაბური პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე. ადგილზევე გუნდის იურისტების დახმარებით, პენსიონერებს გავუწიეთ კონსულტაცია, დავეხმარეთ განცხადებების მომზადებაში და ბანკში შევიტანეთ, ახლა ველით რეაგირებას და მზად ვართ შემდგომი ნაბიჯებისთვის. უამრავი პენსიონერი უკიდურესად დააზარალა ამ ვითომდა „საშეღავათო პერიოდმა“, ეს ადამიანები იღებენ იმ პენსიის მცირე ნაწილს, რომელიც ისედაც ვერ სწვდება ასაკოვანი ადამიანების საჭიროებებს. მათი არსებობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია „ლიბერთი ბანკმა“, დააბრუნოს ვალი ძველ ჩარჩოში და პენსიონერებს ვალები დაუკორექტიროს ისე, რომ ამ ადამიანებს ზედმეტის გადახდა აღარ მოუწიოთ. უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ ჩვენი ჩართულობით მოხერხდა სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნება და დასრულება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პენსიონერების ყოფა შევამსუბუქოთ“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება