თამარ მეფის გამზირი N20-ში სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა თამარ მეფის გამზირი N20-ში მდებარე ხანძრის შედეგად დაზიანებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, გამაგრდა შენობის საძირკველი, მონოლითური ბეტონით მოეწყო სართულშუა გადახურვის ფილა, ლითონის ელემენტებით მოჩარჩოვდა ფანჯრები და კარის ღიობები. ამასთან, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. აღნიშნულ მისამართზე 28 ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობა გამგეობას ქირით ჰყავს უზრუნველყოფილი.

„პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი+“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 691 012 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი დიდუბის რაიონის გამგებელთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთან, გივი ჩხარტიშვილთან და ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება