ანონსი  30 სექტემბერი

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიაში“, „დემოკრატიული სკოლების წლიური კონფერენცია-გამოფენა“ გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლიზა კოვაკი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და სხვ. ღონისძიებაზე მოხდება წლის დემოკრატიული სკოლების დაჯილდოება. ღონისძიება ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

მის: წერეთლის გამზ. #118, მესამე პავილიონი

საკონტაქტო: თიკო ბაქრაძე - 593484499

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ რედი ძველ თბილისში“ ლიმფომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

თემა: „ადვოკატირების როლი ლიმფომის მქონე პაციენტების ცხოვრებაში“.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.#44

საკონტაქტო: 577244085

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, აფხაზეთის ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემიის დაწესების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: თამარაშვილის 15ა აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის ოფისი

საკონტაქტო: 599270675 - ელისო ხუტკუბია

30 სექტემბერს 12:00 საათზე, სასტუმრო „პრეფერანს ჰუალინგში“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის კამპანიის ფარგლებში, გაიმართება პენსიონერთა პირველი ფორუმი.

მის: ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

30 სექტემბერს, 15:30 საათზე, პოეტ ზაზა ბიბილაშვილის ახალი წიგნის - „თებროლეს და თანანოს“ წარდგენა გაიმართება.

მის: 26 მაისი მოედანი, #1 (სპორტის სასახლესთან).

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, საქართველოს მოდის კვირეული გაიხსნება.

მის: თელავის ქ.20,

საკონტაქტო: 557949033; 577100830

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება