ანდრეი ერმაკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები უკრაინაში მიიწვიეს

უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები თავისთან დაპატიჟა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ანდრეი ერმაკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მუდმივი კონტაქტი აქვს ამერიკული კონგრესის ორივე პარტიასთან.

„ეს კონტაქტი მთელი დროის განმავლობაში გრძელდება. ვხვდებით როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს. მეტიც, ჩვენ ოფიციალურად დავპატიჟეთ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი, რომელიც იქნებიან, რომლებიც არიან, და რომლებიც აპირებენ [კანდიდატები] გახდნენ, რომ უკრაინაში ჩამოვიდნენ,” - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ისინი “უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ფორმირებას ახდენდნენ მას შემდეგ, რაც აქ მიმდინარე მოვლენებს საკუთარი თვალებით ნახავენ და არა დისტანციიდან.”

ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტით უკვე იყვნენ ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება