მიხეილ დაუშვილი - დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული

დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიულ რეიტინგებზე და სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ ერთად 50%-ზე ნაკლები აიღონ, რათა ერთად კოალიციის შექმნა მოუწიოთ.

„ჩვენ ერთი რაღაცის გვჯერა, რომ გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული. ჩვენ გეგმაზომიერად ვაგრძელებთ ჩვენ გზას, ჩვენ გეგმას მივყვებით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ გეგმას თავისი შედეგი ექნება 2024 წლისთვის ისევე, როგორც ჩვენს გეგმას თავისი შედეგი ჰქონდა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე. შეიძლება მაშინაც არ სჯეროდა ბევრს, რომ „ოცნებას“ შვიდ მსხვილ მუნიციპალიტეტში უმრავლესობა ვერ ექნებოდა საკრებულოში, ბევრs ვერ წარმოედგინა, მაგრამ ეს ხომ მოცემულობად მივიღეთ და ვნახეთ. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ, ასეთი ამბავია.

ასევე მიზანი ის არ არის, რომ ჩვენ შევიდეთ როგორმე პარლამენტში და ავიღოთ 15-20%, ჩვენი მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად აიღონ 50%-ზე ნაკლები. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ ერთმანეთს კოალიცია გაუკეთონ. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ამბავი იქნება.

ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტიებმა, მათ შორის „გირჩმა“, „ლელომ“, ბევრმა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, შევიდეს პარლამენტში და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ „ნაცების“ და „ქოცების“ ერთპარტიული მმართველობა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო