ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.

რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი ტელეგრამა კრემლის საიტზეა განთავსებული.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მომავალშიც მზად არის დაეხმაროს „რესპუბლიკას“ აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების მოგვარებასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

„პატივცემულო ასლან გიორგის ძევ, მიიღეთ გულითადი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. ოცდაათი წლის წინ აფხაზმა ხალმა დაუღალავ ბრძოლაში თავისუფალ, მშვიდობიან ცხოვრებაზე თავისი კანონიერი უფლება შეინარჩუნა... რუსეთი მომავალშიც მზად არის დაეხმაროს რესპუბლიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებული აფხაზეთი ქართულ-აფხაზურ ომში „გამარჯვების“ 30-ე წლისთავს აღნიშნავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება