World Travel Awards-ზე აჭარა ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში, World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე აჭარამ სპეციალური პრიზი მიიღო, ის ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

„ტურიზმის ოსკარი“ მოიპოვა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმაც, რომელმაც ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში კონკურენცია მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწია.

„რაც შეეხება ბათუმს, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო ბათუმმა წელს ისევ მოიპოვა. World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ევროპის წამყვანი საზღვაო ტურისტული მიმართულებისთვის მიიღო ლისაბონმა, ევროპის წამყვანი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებისთვის ჰუესკამ, ესპანეთი და ევროპის წამყვანი ტურისტული ატრაქციისთვის პასიდოშ დუ პაიავამ, სამხრეთ კორეა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის საქართველოდან World Travel Awards-ის ჯილდო მიიღო კოლხეთის ეროვნულმა პარკმა, სასტუმროებმა და სხვადასხვა კომპანიებმა.

„ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“-ის საიუბილეო, ევროპის გალა ცერემონიას საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა. ღონისძიება ულამაზესი ქართული შოუ პროგრამით გაიხსნა, რომელშიც ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმარმასპინძლობა იყო წარმოჩენილი. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან. აღსანიშნავია, რომ „World Travel Awards“-ს წელს 30 წელი შეუსრულდა, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრნენ, მათ შორის Euronews-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები.

,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის