მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 423,4 მლნ ლარის ოდენობით ვალის დაფარვას ითვალისწინებს, 2024 წლის ბოლოსთვის კი, საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 38.2% იქნება

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 423,4 მლნ ლარის ოდენობით ვალის დაფარვას ითვალისწინებს, 2024 წლის ბოლოსთვის კი, საქართველოს მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 38.2% იქნება.

ამასთან, როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, 2 162,0 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%).

„2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.2%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების საორიენტაციო შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.3% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%). რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის მოდიფიცირებულ დეფიციტს, მისი მოცულობა 2 172,0 მლნ ლარია და მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები - წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 1 967,4 მლნ ლარით და განისაზღვრება 23 881,7 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: შემოსავლები - 19 883,9 მლნ ლარი (2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 264,0 მლნ ლარით); საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 18 322,9 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 032,5 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს აღემატება 1 612,5 მლნ ლარით, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 168,9 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 1 028,9 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 682,6 მლნ ლარით; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 063,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 63,0 მლნ ლარით; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7 388,3 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 718,0 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 584,3 მლნ ლარით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 365,1 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 265,1 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 145,1 მლნ ლარით; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 161,2 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 31,2 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 11,2 მლნ ლარით; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 176,3 მლნ ლარის ოდენობით (განახლებულ პროგნოზთან შედარებით იზრდება 126,2 მლნ ლარით). სხვა შემოსავლების პროგნოზი 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 250.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 300,0 მლნ ლარის ოდენობით (განახლებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილია 50,0 მლნ ლარით);

გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრება 261,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო გრანტების ფარგლებში მისაღები შემოსავლები შეადგენს 100,0 მლნ ლარს. საინვესტიციო გრანტები შეადგენს 46,0 მლნ ლარამდე; სსიპ-ების მიერ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადმოსარიცხი თანხები შეადგენს 115.0 მლნ ლარს; არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200.0 მლნ ლარს; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრა 300.0 მლნ ლარის ოდენობით (2023 წელთან შედარებით შემცირდა 150,0 მლნ ლარით); ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 497,8 მლნ ლარის ოდენობით მათ შორის: საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 500.0 მლნ ლარს. საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 547.8 მლნ ლარს;საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 450,0 მლნ ლარს.

ამავდროულად ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 423,4 მლნ ლარის ოდენობით, შესაბამისად ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 074,4 მლნ ლარს შეადგენს“,- ნათქვამია 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 24 161,2 მლნ ლარს (2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 281,1 მლნ ლარით, ხოლო 2023 წელს დაგეგმილი ბიუჯეტის ცვლილების პროექტთან შედარებით იზრდება 1 849,9 მლნ ლარით).

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო