ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ციხეების ბიბლიოთეკები განახლდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად ციხეების ბიბლიოთეკარები გადამზადდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ციხეების ბიბლიოთეკების განახლებაც დაიწყო.

„საოცრად ემოციური დღე გამოდგა: ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ბიბლიოთეკა განვაახლეთ. შევხვდი საოცარ ადამიანებს და მცირე ლექცია ჩავატარე: ,,დრო და სივრცე". პატიმარი ქალი, რომელმაც წერილი მომწერა ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების მიტანის და შეხვედრის სურვილის შესახებ - პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ კი ქართული ციხეების ბიბლიოთეკების განახლება დავიწყეთ. მანამდე ყველა დაწესებულების ბიბლიოთეკარი გადავამზადეთ“, - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება