შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები.

„სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები სარწყავი სეზონის დასრულებისთანავე გაგრძელდება. პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, 6 სოფლის (თამარისი, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, დიოკნისი, წერეთელი, ალგეთი) 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 2,3 მლნ ლარია.

სარწყავ არხზე ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 65,2 მლნ ლარის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. შედეგად, 31,870 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად ირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 24 800 ჰექტარზე გაუმჯობესდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის