გიორგი ბოტკოველი - როდესაც კანონს იღებ, სადაც წერ, რომ ქვეყანაში კარვის დადგმა არ შეიძლება, ან გამოხატვის შეზღუდვებს კანონით განსაზღვრავ, ეს შეშინებული ხელისუფლების გადაწყვეტილებაა - ხალხში არსებულ პროტესტს კანონების მიღება ვერ შეაჩერებს

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების თაობაზე ცვლილებების ინიცირებას „დამფრთხალი და შეშინებული ხელისუფლების საქციელს“ უწოდებს.

როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხში არსებულ მსგავსი კანონების მიღება ვერ შეაჩერებს.

„ეს არის დამფრთხალი, შეშინებული ხელისუფლების საქციელი. როდესაც კანონს იღებ, სადაც წერ, რომ ქვეყანაში კარვის დადგმა არ შეიძლება, ან სამართლებრივი კონსტიტუციური პროტესტის გამოხატვის შეზღუდვებს განსაზღვრავ კანონით, ეს არის შეშინებული ხელისუფლების გადაწყვეტილება. შეიძლება ამ კანონმა იმ ადამიანებზეც იმოქმედოს, ვინც ტურისტულად აქტიურია, მთაში დადის და კარავს დგამს - დაველოდოთ, შეიძლება ასეთი კანონიც შემოიტანონ.

პროტესტს, რაც ხალხში არსებობს, ასეთი კანონების მიღება ვერ შეაჩერებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ბოლომდე მიიტანს იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო