სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. Reuters-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით არჩევნებში პრო-დასავლური ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“ და მემარცხენე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს პარტია “სლოვაკი სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ.

მედიის ცნობით, რობერტ ფიკოს პარტია რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია და მათი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, სლოვაკეთმა უნგრეთის მსგავსად უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

„პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი, ქვეყანა არსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება