„საქართველოს რკინიგზის“ თავმჯდომარეობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს რკინიგზის“ თავმჯდომარეობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და რუმინეთის სარკინიგზო და საზღვაო კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: 2023 წლის 8 თვის შედეგები და ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განხორციელებული გადაზიდვების დროს გამოვლენილი გამოწვევები; შუა დერეფანში გადაზიდვების ვადების ოპტიმიზაციის მიზნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების გადაზიდვის ორგანიზებისას, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელშიც გადაზიდვის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებები იქნება გაწერილი; კასპიის ზღვის პორტებს შორის (აქტაუ, ბაქო, ალიატი) პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო კომუნიკაციებით საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზების შესახებ შეთანხმება, რომელიც კასპიის ზღვაზე საფიდერო გემების ოპერირების სტაბილურობას უზრუნველყოფს; კონტეინერების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციების მიღების და გაცვლის პროცესების ავტომატიზაცია და დიჯიტალიზაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ აქტაუში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის 10 წლის იუბილე აღინიშნა.

შეხვედრის დასასრულს, საერთო კრების თავმჯდომარემ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ტვირთმფლობელებისთვის“, - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება