გორში საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გორში საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით გაიხსნა.

„მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია თეატრის წინ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვარსკვლავის გახსნას წინ უძღოდა მაესტროს შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ შალვა მოსიძის მოსწავლეები. თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო შალვა მოსიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალაც.

შალვა მოსიძის ვარსკვლავი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით გაიხსნა.

შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მან 1970 წელს გორის ქალთა გუნდი დააარსა. ის არის საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიები, ღირსების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და სხვა.

ღონისძიება გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დღეს 30 სექტემბერს იხურება.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტისა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებითა იმართება.

ღონისძიების მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა მსმენელისთვის”, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო