მიხეილ სააკაშვილი - ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში

ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

სააკაშვილის თქმით, უკვე 2 წელია სრულად უდანაშაულოდ იმყოფება „რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში“.

„თვითონაც არ ახსოვთ, რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან "მკვლელს" მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას.

რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება.

პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს.

მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა