BBC - სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა

წინასწარი შედეგების თანახმად, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა “სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ, გაიმარჯვა, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტო ფიკოა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის თითქმის ყველა ხმა დათვლილია და “სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ფიკოს პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მას, მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს.

დასავლური მედია წერს, რომ რობერტ ფიკოს პარტია რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია და მათი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, სლოვაკეთმა უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

„თუ "სლოვაკი სოციალ-დემოკრატები" მთავრობაში მოვა, უკრაინაში საბრძოლო მასალას არ გავგზავნით", - განუცხადა ფიკომ მხარდამჭერებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება