ელგუჯა ბაგრტიონი - მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებულად უყვარს ბათუმი და აჭარა, სწორედ ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა დაესაჯა მიშას აშენებული ბათუმი

მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებულად უყვარს ბათუმი და აჭარა, ივანიშვილის “რუსული ოცნების “ 11-წლიანი მმართველობის შემდეგ კი ქალაქი, რომელსაც ერქვა ბათუმის სასწაული, დღეს გადაიქცა უიმედობისა და უპერსპექტივობის ქალაქად, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტული ქალაქის ნაცვლად, ბეტონის ჯუნგლები მივიღეთ.

მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებულად უყვარს ბათუმი და აჭარა, სწორედ ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა დაესაჯა მიშას აშენებული ბათუმი. ივანიშვილის რუსული ოცნების 11 წლიანი მმართველობის შემდეგ:

ტურისტული ქალაქის ნაცვლად,კორუფციული მშენებლობებით მივიღეთ ბეტონის ჯუნგლები;

ამერიკული უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო ქალაქის ნაცვლად, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მიიღებდნენ საუკეთესო განათლებას, მივიღეთ რეგიონიდან უცხოეთში გახიზნული ახალგაზრდობა და გაყიდული ამერიკული უნივერსიტეტი

სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 147 ათასი მოქალაქე, მათ შორის 20000-მდე ბავშვი.

მათ გააჩერეს: ადლიის დასახლებაში და გონიოს პოლიგონზე ახალი ტურისტული ქალაქის და ფინანსური ცენტრის მშენებლობა; როიალ კარიბიანის საკრუიზო გემების პორტი; სამრეწველო ზონის მშენებლობა, რომელიც დღემდე დაუსრულებელია; დავიწყეთ კურორტი გოდერძი და გომარდული, მაგრამ დღემდე არ არის ბოლომდე მიყვანილი, გააჩერეს მწვანე ტბის ეკოტურისტული პროექტი, დღემდე არ არის დასრულებული ხულო გოდერძის გზის მშენებლობა, გაჩერდა ადლიისა და გონიო-კვარიათის ბულვარის მშენებლობა. გონიო-კვარიათსა და ადლიის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე მოიპარეს 100 მილიონ ლარზე მეტი, დაუსრულებელია ნაგავსაყრელისა და ბათუმის წყლისა და კანალიზაციის მშენებლობის პროექტი. დაუსრულებელია შემოვლითი გზის მშენებლობა და სხვა

სამწუხაროდ, მიხელი სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის სამაგალითო ტურისტული და საინვესტიციო ქალაქი, რომელსაც ერქვა ბათუმის სასწაული დღეს გადაიქცა უიმედობისა და უპერსპექტივობის ქალაქად, რომელიც იცლება ახალგაზრდებისა და ჩვენი მოქალაქეებისაგან”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება