გიორგი ბოტკოველი - წნორში არსებული სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც უნდა დაკავშირებოდა აზერბაიჯანს, დღეს არის გაძარცვული. ეს არის “რუსული ოცნების” რეალური სახე

მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც ქმნიდა ინოვაციებს, ავითარებდა ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას, უკვე ორი წელია პატიმრობაში იმყოფება. წნორში არსებული სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც უნდა დაკავშირებოდა აზერბაიჯანს, დღეს არის გაძარცვული. ეს არის “რუსული ოცნების” რეალური სახე, რადგან ისინი ზუსტად ასე ძარცვავენ და აღატაკებენ საქართველოს მოსახლეობას , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, საქართველოში არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობა გაღატაკებული არ არის.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიღნაღის მუნიციპალიტეტ ქალაქ წნორში. აქ არსებული სიტუაცია რეალურად ასახავს “რუსული ოცნების” 11-წლიან მმართველობას. გავერანებულია და გაცამტვერებულია აქაურობა. დღეს აქ, ამ ადგილზე უნდა გადიოდეს ტრანსნაციონალური სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც საქართველოს დააკავშირებდა აზერბაიჯანთან. ეს ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, დოვლათის შექმნას, მაგრამ დღეს აქ გაძარცვული და გატანილია ყველაფერი. არსებული სარკინიგზო მაგისტრალი გაძარცვულია ისე, როგორც ხელისუფლება ძარცვავს ქვეყანას. ასეთივე მდგომარეობაა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გაჩერებულია გომბორის გვირაბი, რომელსაც 30 წუთით უნდა შეემცირებინა მგზავრობა თბილისიდან თელავამდე. გაჩერებული და გაუქმებულია პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო, ლაგოდეხში კეთდებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც უნდა მომსახურებოდა მთლიანად კახეთს და საქართველოს. დღეს, “რუსული ოცნების” რეალური სახე არის აქ, “რუსული ოცნების” რეალური სახე არის საქართველოს ყველა რეგიონი. მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც ქმნიდა ინოვაციებს, ავითარებდა ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, უკვე ორი წელია, რაც პატიმრობაში იმყოფება.

“ქართული ოცნება” შეფუთული “რუსული ოცნება” მოვიდა ტყუილი დაპირებებით და აგრძელებს თავის საქმიანობას მაფიოზური, არაფორმალური მმართველობით, რომელიც აღატაკებს და აუბედურებს მოსახლეობას. საქართველოში არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობა გაღატაკებული არ არის, სადაც არ არის ხალხი, რომელსაც ლუკმა-პურის საშუალება არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან და ღლიცინებენ სარკინიგზო მაგისტრალზე, ყოველწლიურად დებენ დაპირებებს, რომ უნდა აშენდეს თელავი-თბილისი სარკინიგზო მაგისტრალი და ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოხმარდებოდა კახეთის და მთლიანად საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება