თურქეთმა ერაყში, ქურთ მებრძოლებზე საჰაერო იერიში განახორციელა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი ბოევიკი "გაანეიტრალეს".

საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც "ქურთისტანის მუშათა პარტია" იყენებდა."ოპერაციის მიზანი იყო "ქურთისტანის მუშათა პარტიისა" და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება