„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშში მიმოხილული და გაანალიზებულია 2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასა და სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამყოფი ხაზების მახლობლად მდებარე სოფლებში.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე 18 სოფელი მოინახულეს.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივებს აკავებენ და იტაცებენ.

„გლეხებს საძოვრებზე ვერ გაჰყავთ პირუტყვი, რადგან საოკუპაციო ხაზთან მისვლის ეშინიათ. ასევე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ არის პოლიციის საგუშაგოები, რაც კიდევ უფრო საფრთხის შემცველად მიაჩნიათ ადგილობრივებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოკუპაციით გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივები საუბრისას მიუთითებდნენ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე. მხედველობაშია მისაღები, რომ სიდუხჭირის გამო ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს და მიდიან ემიგრაციაში. სოფლებში დარჩენილ ახალგაზრდებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ არაერთი ახალგაზრდა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახლო მომავალში ემიგრაციაში წასვლას გეგმავს.

ვიზიტების ფარგლებში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომლის მოგვარება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის კრიტიულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება