„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, წელს პირველად საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატის ქვეშ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან 10 ფინალისტი გამოვლინდა.

მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე სლოვაკეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურში საასპარეზოდ, სადაც ისინი 18 ქვეყნის გამორჩეულ მოსწავლეებს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ.

წელს, საქართველომ მონაწილე ქვეყნებს შორის საშუალოზე მაღალი შედეგი აჩვენა და ქვეყნების რეიტინგში მეხუთე, ხოლო 2023 წლის დებიუტანტ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

მიღწეული შედეგების აღსანიშნავად კი საუკეთესო შედეგის მქონე ათ მოსწავლესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა და Economic Fundamentals Initiative-ის დირექტორმა, რენდი ფილერმა, მოსწავლეებს სერტიფიკატები და პრიზები გადასცეს. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

“საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორები ვართ. მოსწავლეების მიერ საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატება კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს ახალგაზრდების დიდ პოტენციალს, რომლის გამოსავლენად ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ეკონომიკის ოლიმპიადისადმი გამოვლენილი მაღალი ინტერესის გამო, „საქართველოს ბანკისა“ და GELi-ს თანამშრომლობა გრძელდება. შესაბამისად, მოსწავლეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი თავი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

ეკონომიკის ოლიმპიადა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფინანსური ინსტიტუტის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პორტფოლიო მრავალ პროექტს ითვლის, რომელთა მეშვეობით ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება