კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება

კიევში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. "ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

მან შეხვედრას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საზღვრებს მიღმა ხვდებიან ერთმანეთს.

"უკრაინის ადგილი ევროკავშირშია", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, წინასწარ არ გამოცხადებულა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება