ლევან იოსელიანი - ოთარ ფარცხალაძეს არ მოუმართავს რაიმე ტიპის განცხადებით, რომ მისი უფლება იზღუდება - ჩემთვის სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მოგვმართავს ნებისმიერი მოქალაქე, ვალდებული ვართ დავიწყოთ მოკვლევა

ჩვენთვის ოთარ ფარცხალაძეს არ მოუმართავს რაიმე ტიპის განცხადებით, რომ მისი უფლება იზღუდება , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ის დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მისთვის სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და თუ იქნება მსგავსი მიმართვა, მისი აპარატი ვალდებულია საქმის მოკვლევა დაიწყოს.

„ოთარ ფარცხალაძის საკითხზე თუ უფლებრივ ჭრილში მეკითხებით, ამ ურთიერთობაში სახალხო დამცველს აქვს საშუალება, რომ დაიცვას მოქალაქის უფლებები, ის არ იცავს სახელმწიფო ინსტიტუციის უფლებებს, ინსტიტუციისგან იცავს მოქალაქეს. ჩვენთვის ფარცხალაძეს არ მოუმართავს რაიმე ტიპის განცხადებით, რომ მისი უფლება იზღუდება. ჩემთვის სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მოგვმართავს ნებისმიერი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვალდებული ვართ დავიწყოთ ამ საქმის მოკვლევა, ვნახოთ დასაშვებობა და თუ დასაშვებია, ანუ მიემართება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებს, დავიწყოთ ამ საქმის შესწავლა და შედეგები გავაცნოთ საზოგადოებას. ეს არის ჩვენი მანდატი - ამაზე ვერც მეტს და ვერც ნაკლებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა, რომლის კომენტარიც მოჰყვა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებას ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით.

"არ შეიძლება რომ სახალხო დამცველს თავისი პოზიცია არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ბატონი ფარცხალაძე აღმოჩნდა რუსეთის აგენტი. არ შეიძლება თქვენი შეფასება საქართველოს მოქალაქეებმა არ მოისმინონ იმასთან დაკავშირებით რომ ამ რუსეთის აგენტს მთელი სახელმწიფო სისტემა დაწყებული ეროვნული ბანკიდან, დამთავრებული სის-ით გადაეფარა და დღემდე იცავს და ამით დარტყმის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნის ევროპულ კურსს, დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. როგორ შეაფასებდით სუს-ის მუშაობას?", - მიმართა წითლიძემ ომბუდსმენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება