პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით 3 500 ლარს გამოუყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3 500 ლარს დახმარების სახით გამოუყოფს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს,

„ახლა კახეთის რეგიონში ძალიან წარმატებულად რთველი მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ჩვენს ხალხს ვეხმარებით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მევენახეს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, მათი მოსავალი განადგურდა. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, პროცესი უკვე დაწყებულია. 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ გადავწყვიტეთ, რომ როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3 500 ლარი გამოვყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ აღდგენაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება