პრემიერი - ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ხორბალზე ფასები - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართული არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ

მთავრობა ხორბლის წარმოებაში ჩართულ ფერმერებს დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს დახმარება და აღნიშნა, რომ საკითხზე განმარტებას, სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკეთებს.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ხორბალზე ფასები. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. ასე რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, როლებიც ჩართული არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განმარტებას სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკეთებს განმარტებას", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება