ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მორიგი მედიასემინარი გაიმართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლება რენტგენო ინსპექტირების მწარმოებელი კომპანია NUCTECH -ის მხარდაჭერით განხორციელდა.

სემინარი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა თაბაგარმა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ. მათ მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2023 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.

,,მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეების შესახებ, რაც მედია საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. დისტანციური სერვისები, სასაქონლო კოდების ახალი საძიებო სისტემა, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი. ასევე, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა, ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ და გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი სწავლება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული იქნება. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის“,- განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა.

„სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონა მოინახულეს და იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მედია-ტურის მონაწილეებმა, კომპანია NUCTECH -ის მიერ წარმოებული უახლესი რენტგენული ინსპექტირების სისტემები დაათვალიერეს და კინოლოგიის ცენტრის ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის "დონას" მონაწილეობით, სიმულაციური აღმოჩენის პროცესს დაესწრნენ.

აღნიშნულ სწავლებას საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ირაკლი თევდორაძე და კიაზო ახალაია, ასევე მეთოდოლოგიისა და საბაჟო დეპარტამენტების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო