დიმიტრი პესკოვი - კიევის დაფინანსებაზე ვაშინგტონის უარი დროებითია, ამერიკა ამ კონფლიქტში ჩართულობას გააგრძელებს

კიევის დაფინანსებაზე ვაშინგტონის უარი დროებითია, შეერთებული შტატები კონფლიქტში უშუალოდ ჩართულობას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„აშკარაა, რომ ეს დროებითი მოვლენაა და, რა თქმა უნდა, ამერიკა გააგრძელებს ამ კონფლიქტში ჩართულობას, ფაქტობრივად, უშუალო ჩართულობას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ დროებით კანონპროექტს, რომელიც მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. “შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. მანამდე, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყვეტა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება