გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე საქართველოს პარლამენტის წევრთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1-1ა კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ტყემალაძემ განმარტა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაკის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს სკვერის მოწყობის სამუშაოები.

„რეაბილიტაციის შემდეგ აქ მართლაც ძალიან მოწესრიგებული და მიმზიდველი სივრცე იქნება ბავშვებისა და უფროსებისთვის, სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის კი მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო კუთხე და კალათბურთის მინი მოედანი მოეწყობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათვამია, რომ ახალ სკვერში განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, განახლდება განათებისა და სარწყავი ქსელები. სამუშაო პროცესის დასკვნით ეტაპზე სივრცე გამწვანდება, დაირგვება 51 ხე და 107 ბუჩქი.დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 521 613 ლარს შეადგენს. აღნიშნულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით კომპანია „ქუალითი“ აწარმოებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება