თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია

ტექ და კრიპტო სამყაროთია დაინტერესებული ადამიანებისთვის, TNET-ს ძალიან სასიამოვნო სიახლე აქვს: თბილისში, 7-8 ოქტომბერს კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექ-კონფერენცია DeGameFi-ის WEB3 კონფერენცია ჩატარდება, რომლის პარტნიორიც თინეთია.

ვინაიდან, TNET-ის მიზანია ადამიანებმა შეძლონ და ფეხი წარმატებით აუწყონ სამყაროში მიმდინარე ტექნოლოგიურ ცვლილებებს, DeGameFi-ის კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა დამსწრე აუდიტორიამ პირდაპირ დარგის წამყვანი ექსპერტებისგან ისწავლოს და გაიგოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსაითები, რომლებიც დღეს, ტექსამყაროში განსაკუთრებით რელევანტურია.

DeGameFiI WEB3 კონფერენციის ფარგლებში, ბლოკჩეინის, კრიპტოს, კრიტპო რეგულაციებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტური და კარგად ცნობილი სპიკერები წარსდგებიან. კონფერენციაზე განიხილება დეცენტრალიზებული მსოფლიოს უახლესი ცვლილებები, მიმდინარე მოვლენები და ტენდენციები.

ღონისძიებაზე დასწრებისას შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ და მოუსმინოთ ძირითად გამომსვლელებს, პანელურ დისკუსიებს, ასევე, გაიცნოთ ტექინდუსტრიის თქვენთვის ავტორიტეტული პიროვნებები და უბრალოდ, მეტი რამ გაიგოთ ამ სწრაფად განვითარებადი სფეროს შესახებ.

DeGameFi Web3 კონფერენცია ყველაზე დიდია კავკასიის რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინისა და Web3 სივრცეში არსებულ ექსპერტებს, ლიდერებს და ინოვატორებს აერთიანებს. ეს კონფერენცია, როგორც წესი, პირველ რიგში დეველოპერების, ინვესტორების, მეწარმეებისა და ტექ-ენთუზიასტების მრავალფეროვან აუდიტორიას იზიდავს, რომელთაც სურთ უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიებსა და აპლიკაციებს გაეცნონ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები როგორებიცაა Tether, Polygon, Hacken, Fastex, Mastercard და სხვა.

რაც მთავარია, კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო და მათი შეძენა შესაძლებელია თინეთის SuperApp-ისა და TKT.ge-ის საშუალებით.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ვებსაიტს - https://degamefi.io/.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება