დავით მათიკაშვილი - „ბნელ ოთახში შავი კატა“ აქ ნამდვილად არ არის - არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას

ის, რისი სურვილიც აქვს ოპოზიციას დაინახოს, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების ინიციატივაზე კანონპროექტი დაინიცირდა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ.

„სამწუხაროა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმართ, გულმავიწყობას იჩენს. ის აგდებით და ქილიკით საუბრობს ისეთ უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც აგერ ჩვენ ყველამ გამოვიარეთ 90 -იანი წლებიდან დღემდე. ვნახეთ, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა. ქილიკით, ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება და როგორ იწვევს ეს ყველაფერი მაგალითად, თბილისის გადაწვას სამოქალაქო ომის დროს. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ. ისინი, სამწუხაროდ, არ იყურებიან კანონპროექტში, სადაც ყველაფერი არის ცალსახად განსაზღვრული და წერია ის, რისი ამოკითხვაც არ სურს ოპოზიციას. კონკრეტულ საკითხებზე არ დავიწყებ საუბარს და პროცედურულ თემაში ნამდვილად შევალ. ის, რისი სურვილიც აქვს დაინახოს ოპოზიციამ, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, აქ არის კონკრეტული მოცემულობა უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება