თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზო“ მოეწყო

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

„ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, მოეწყო ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, გასტრონომიული და კალიგრაფიის მასტერკლასები. „აფხაზურ ეზოში“ ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსის, ფოტო მასალისა და ბეჭდური გამოცემების გამოფენა.

თბილისობაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სოხუმურად ქვიშაზე მოდუღებული ყავა დაეგემოვნებინათ და საკუთარი სურვილები და ოცნებები გზავნილის სახით, სიმბოლურად აფხაზეთში გაეგზავნათ.

თბილისობის დღესასწაულზე სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ და ბავშვთა ანსამბლი „ოტობაია“ წარდგნენ, რომლებმაც აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება