პროფესიული უნარების სააგენტოში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის - „განათლება დასაქმებისთვის“ - საგრანტო კომპონენტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროფესიული უნარების სააგენტოში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის - „განათლება დასაქმებისთვის“ - საგრანტო კომპონენტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის - „განათლება დასაქმებისთვის“ - საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ხორციელდება ოთხი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდების უნარების გაძლიერება მათი შემდგომი დასაქმებისთვის.

„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის შედეგებზე ისაუბრეს, კარგი პრაქტიკის მაგალითების გაზიარების და რეპლიკაციის მიზნით.

შეხვედრას პროფესიული უნარების სააგენტომ უმასპინძლა, რომელსაც სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ მენეჯერი, ნიკა (ნინო) ყოჩიშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის მენეჯერი, ანა ფილაური, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი (EDEC) ლიკა კილაძე და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროგრამის ხელმძღვანელი თეონა ლებანიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტების მიმდინარეობა და შედეგები მიმოიხილეს, კერძოდ:

პროექტი უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.

პროექტი: „ისწავლე დასაქმებისთვის“, რომელიც პასუხობს ტურიზმისა და საზღვაო სექტორის შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა–მიწოდების დისბალანსის გამოწვევას. პროექტის ძირითადი მიზანია აღნიშნულ სექტორებში განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“, რომელიც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობას საქართველოს ოთხ რეგიონში, რათა პროექტის ბენეფიციარებმა მიაღწიონ წარმატებას დასაქმების ბაზარზე. ამისათვის, პროექტი უზრუნველყოფს, თანამშრომლობაზე, თანასწორობაზე და ჩართულობაზე დაფუძნებულ, მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისი უნარების განვითარების, კარიერული ორიენტაციის, სამოქალაქო, სამეწარმეო და უწყვეტი განათლების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება