რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუმინეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სამხედრო სფეროში, მარცვლეულის ტრანზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში

რუმინეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სამხედრო სფეროში, მარცვლეულის ტრანზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოებას და სამხედრო ვითარებას, ასევე უკრაინის დახმარებას როგორც ორმხრივ, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში. რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც უკრაინასთან გრძელი საზღვრები აქვთ, კარგად ესმით უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ოდობესკუმ ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ გავლენას ახდენს რუმინეთზეც, რადგან ცოტა ხნის წინ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება