ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ შედგება

უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ შედგება, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა გერმანულ ტელეარხ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის გადასაწყვეტად უახლოეს მომავალში შედგება. ჩემთვის მთავარია ის, რომ მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არ წარიმართოს.

მშვიდობა ყოველთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიღწევა და არა ბრძოლის ველზე. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ყველაფერი დიალოგის ფორმას დაუბრუნდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ კიევი მიიღებს“, - განმარტა შალენბერგმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია „როდის მოვა მოლაპარაკებების დრო“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება