Spiegel - უკრაინა გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა

უკრაინა გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა, - ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ფედერალურმა მთავრობამ უკრაინაში 3,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის ექსპორტს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც კიევი გერმანული იარაღის ყველაზე დიდ მიმღებად იქცა.

„გერმანიის მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კვლავ აშკარად აისახება იარაღის ლიცენზირებული ექსპორტის მოცულობაზე“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა.

ცნობისთვის, გერმანიის მიერ 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტირებული იარაღის ღირებულება გასული წლის მთელ ღირებულებას აღემატება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება