„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობენ

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში იღებენ მონაწილეობას. „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, ფორუმი 3 - 4 ოქტომბერს ვარშავაში იმართება.

„ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი უმნიშვნელოვანესი ევროპული პლატფორმაა, რომელიც განიხილავს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს.

ფორუმზე ასევე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების საკითხები უკრაინა - საქართველო - მოლდოვასთან დაკავშირებით, რუსეთის ომი უკრაინაში და რუსეთიდან მომდინარე რისკები“, - განაცხადა პატა დავითაიამ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პაატა დავითაიას და ნიკოლოზ ვაშაკიძის შეხვედრები ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პოლიტიკოსებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება