ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა, - ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე (X) წერს.

მისი თქმით, მათ განიხილეს მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტები და შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ კონსტრუქციულ დიალოგს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალმხრივი შეზღუდვების მოხსნის თაობაზე და მოძებნიან გზებს უკრაინელი ფერმერების მხარდასაჭერად.

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს ღირებულების გრძელვადიანი ფინანსური დახმარების პროგრამის მომზადებისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ. ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს ზელენსკი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება