ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა წელს შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 5 მილიარდი ევრო დაამტკიცოს

ევროკავშირმა წელს შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 5 მილიარდი ევრო დაამტკიცოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დღეს კიევში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში ახალი ორმხრივი მრავალწლიური ეკონომიკური პაკეტი შევთავაზე, რომლის ოდენობაც მომავალი წლისთვის 5 მილიარდ ევრომდე იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დღეს გამართულმა დისკუსიამ ხელი შეუწყო უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების უკეთ გააზრებას. მისი თქმით, ეს იყო მისი საუბრის ცენტრალური თემა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება