პოლონეთმა უკრაინას შეკეთებული ტანკების პირველი პარტია გადასცა

უკრაინამ პოლონეთისგან Leopard-ის ტიპის შეკეთებული ტანკების პირველი პარტია მიიღო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„სანამ სხვები აკეთებენ განცხადებებს მომავალთან დაკავშირებით, ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ უკრაინულ მხარესთან ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით. Leopard-ის პირველი ტანკები, რომლებიც ბუმარ-ლაბედიში, განახლდა უკრაინულმა მხარემ მიიღო“, - განაცხადა პოლონეთის შეიარაღების ჯგუფმა.

პოლონეთის შეიარაღების ჯგუფი პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ინდუსტრიული პარტნიორია.ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ ის უკრაინისთვის ტანკების კიდევ ერთი პარტიის შეკეთებაზე მუშაობს. 2023 წლის აპრილში გერმანიამ, პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პოლონეთში Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების შესაკეთებლად ჰაბის შექმნის შესახებ, იმ ტანკების, რომლებიც უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება