სლოვაკეთის პრეზიდენტმა რობერტ ფიკოს კოალიციური მთავრობის შექმნა სთხოვა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიკოს, რომლის პარტიამაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, კოალიციური მთავრობის შექმნა სთხოვა.

პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას თქმით, ახალი მთავრობა უნდა მოემსახუროს ყველა მოქალაქეს და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი დღეები იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებების დრო არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ მასსა და პარტიის ლიდერებს შორის.

ფიკოს პარტიამ, “სლოვაკი სოციალ-დემოკრატები“, არჩევნებში ხმების თითქმის 23% მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 150-ადგილიან პარლამენტში 42 ადგილი ექნება. მოსალოდნელია, რომ კოალიციის შექმნის მიზნით, რობერტ ფიკო მოლაპარაკებებს დაიწყებს პარტია „ხმასთან", რომელმაც არჩევნებში ხმების 15% მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა. კოალიციის მესამე წევრად მოიაზრებენ პრორუსულ "სლოვაკეთის ეროვნულ პარტიას", რომელმაც არჩევნებში ხმების 5.6 % მოიპოვა. საარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიკო აცხადებდა, რომ თუ მისი პარტია მთავრობაში მოვიდოდა, სლოვაკეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აღარ გააგრძელებდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება