The Guardians - მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა

მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რეგიონში 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამ დროისათვის კი მთიანი ყარაბაღი 100 500-ზე მეტმა სომეხმა უკვე დატოვა.

გამოცემის ცნობით, რეგიონში ცოტა ხნის წინ გაეროს მისია ჩავიდა, რომელიც არსებულ მდგომარეობას დააკვირდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, პირებს, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს და ახლა სომხეთში იმყოფებიან, საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება თავშესაფრით უზრუნველყოფს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ე.წ. „რესპუბლიკა” 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს არსებობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება