სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოში გაიმართა.

„ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი - ნიკოლას სენდეროვიჩი დაესწრნენ.

სასაზღვრო პოლიციისთვის გადმოცემული სატვირთო ავტომობილები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას და გააუმჯობესებს საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.

სატვირთო ავტომობილების გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც 2022 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება