საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის - ირჟი მაზანეკის ხელმძღვანელობით ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა.

„ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა პირველი შეხვედრა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე უწყების წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს მომსახურების სააგენტო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და პოლიციის აკადემია, სადაც შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.

ვიზიტის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება