მედია - ავსტრალიური კომპანია უკრაინაში Slinger-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის

ავსტრალიური კომპანია უკრაინაში Slinger-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ავსტრალიური თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Electro Optic Systems (EOS) უკრაინას Slinger-ის „დრონების მკვლელის” სისტემას გადასცემს. უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა უკრაინას დაეხმარება უკეთ დაიცვას საჰაერო სივრცე.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დრონების გამოყენებით შეტევების რაოდენობის ზრდას, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დრონების წინააღმდეგ იმ სისტემების ტიპები, რომლებიც დღეს გამოიყენება ძალიან ძვირია”,- განაცხადა ავსტრალიური კომპანიის წარმომადგენელმა მეტ ჯონსმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ შექმნილი ავსტრალიური სისტემის შეძენას უკრაინა მცირე თანხებით შეძლებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება