ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდა. რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია მიწა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

„მთელი ღამე წვიმდა, ძლიერი წვიმა იყო, გამოანგრია ყველაფერი. სახლი წყლითაა სავსე, ყველაფერი გაგვიფუჭდა. სანიაღვრე არხები არ სუფთავდება. მოდიან, მარტო სურათს გადაიღებენ და მიდიან“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

„უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქი. მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ასევე, დაიტბორა ბაზრის ტერიტორია. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები. მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მოძრაობდნენ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს სხვადასხვა ლოკაციაზე ამოტუმბვით სამუშაოებს. დილის საათებში წვიმამ გადაიღო, მდინარეებზე წყალმა იკლო, მაგრამ მოსახლეობაში ჯერ კიდევ პრობლემებია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობს”, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება