თურქეთის შს მინისტრი - თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციები მიმდინარეობს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ქვეყანაში, ტერორისტების წინააღმდეგ, 466 ოპერაცია, სახელწოდებით „გმირები“ მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, 8 საშუალო და 458 მცირე მასშტაბის ოპერაცია ქვეყნის 16 პროვინციაში ხორციელდება და დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაციის ათობით სავარაუდო წევრი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციებში უსაფრთხოების სამსახურის 13 440 თანამშრომელია ჩართული.

„მინდა, ჩვენმა ძვირფასმა ერმა იცოდეს, რომ არცერთ ტერორისტზე არ დავხუჭავთ თვალს. გავაგრძელებთ ბრძოლას შეუჩერებლად, ჩვენი უსაფრთხოების ძალების უდიდესი ძალისხმევით", - განაცხადა ალი იერლიკაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება