პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც ე.წ. დირსის დასახლებაში სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს, მიგირავების პირობით კი, დაზარალებულებს თანხა მოტყუებით გამოართვეს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 123 540 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

„პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ე.წ. დირსის დასახლებაში სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს და დაზარალებულებს მიგირავებას ჰპირდებოდნენ, ამ მიზნით მოტყუებით ართმევდნენ თანხებს და ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული ბინები იპოთეკით უკვე ჰქონდათ დატვირთული, რისი მოხსნის შემდგომაც, თითქოსდა მათთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 123 540 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის